Saturday, March 23, 2019

მესამე დღე

დღეს ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე მუშაობა. გავეცანით არსებულ რესურსებს და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე გავკეთეთ სახალისო აქტივობა, რაც დამეხმარა შესწავლილი მასალის გაგება - გააზრებაში.
ვიმუშავე ჩემი პროექტის: "ქართული მარტო ენაა?!" მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე

ზოგადი კითხვა:    რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ?
თემატური კითხვები:

  •  რა არის კომუნიკაციისთვის მთავარი იარაღი?
  • მსოფლიოში რამდენი დამწერლობა არსებობს?
  • რა ღირებულებები გააჩნია ქართულ ენას?
შინაარსობრივი კითხვები:  

  • რატომ ვსწავლობთ ქართულ ენას?
  • რატომ და როდის აღინიშნება ქართული ენის დღე?
  • რა ეტაპები გაიარა ქართული ენის დამწერლობამ?
  • სად და როგორ არის დაცული ხელნაწერები?
  • რა შთაბეჭდილებას ტოვებ ჩვენში ხელნაწერი ტექსტი?
  • როგორ დავიცავთ ქართლ ენას?
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ, ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მომცეთ ობიექტური რჩევები და შენიშვნები ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე, რათა ჩემი პროექტი სრულყოფილად წარმოვაჩინო და განვახორციელო.
წინასწარ გიხდით მადლობას.







5 comments:

  1. ვფიქროს ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, გისურვებთ წარმატებას, ქართული ანბანის მსოფლიო ღირებულებაზეც თუ გაამახვილებთ ყურადღებას უფრო მასშტაბური გახდება თქვენი პროექტი <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა,აუცილებლად გავითვალისწინებ.

      Delete
  2. ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია, წარმატებები!!!

    ReplyDelete
  3. ქალბატონო მადონა, გავეცანი თქვენი პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. მომწონს თქვენი პროექტი და საინტერესოდ გაქვთ ჩამოყალიბებული კითხვებიც. გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete