Sunday, March 31, 2019

მეექვსე დღე

დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. შევქმენი ჩემი პროექტისთვის შეფასების რუბლიკა, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ. გავეცანი რამოდენიმე კოლეგის მიერ შექმნილ შეფასების რუბლიკას რომელიც ძალიან კარგად იყო შესრულებული, საჭიროების შემთხვევაში მათ ნებართვით გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. ვიმუშავე ელექტრონულ გაზეთზე, რომელიც საინტერესო მაგრამ საკმაოდ შრომატევადი გამოდგა. მაგრამ ვფიქრობ ჩემი პროექტის განხორციელებისას გაზეთზე მუშაობა აუცილებლად დამჭირდება. 

Saturday, March 30, 2019

მეხუთე დღე

განვლილი ოთხ სატრენინგო დღის მსგავსად, დღევანდელი დღეც იყო ინფორმაციული სიახლეებით დატვირთული, გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს და საავტორო უფლებების ასოციაციის ვებგვერდს. გვავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებებზე, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობასზე. შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, რაც საინტერესოდ გამოგვივიდა. 













Monday, March 25, 2019

მეოთხე დღე

გავიარეთ მეორე მოდული და ვისწავლე ჩემი პროექტისთვის შეფასების გეგმის  გაკეთება.
ახლა უკვე ვიცი ჩემი პროექტის მსვლელობისას რა მეთოდსა და ინსტრუმენტს გამოვიყენებ:
პროექტის დასაწყისში: გონებრივ იერიში. თვალსაცინოდ დაწერილი საკითხი დაფაზე.
პროექტის მსვლელობისას: ჯგუფებზე დაკვირვებას, არაფორმალური დაკვირვება და ჩანიშვნა, ვიდეო და ფოტო ჟურნალები. ჩეკლისტი, ჩანიშვნები, ფოტოების თანმიმდევრობა და საკითხის ხაზგასმა.
პროექტის დასრუების შემდეგ: პრეზენტაცია. პრეზენტაციის შეფასების ფორმა.
ვიმუშავე ჩემი პროექტის პრეზენტაციაზეც, რომელსაც დასრულებითანავე ავტვირთავ ჩემ ბლოგზე.
ეს დღეც საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო.   ისე კარგად და თანმიმდევრულად მიხსნიდა ტრენერი ყოველ დეტალს რომ უკვე მჯერა ტრენინგს წარმატებით დავასრულებ. პროექტიც საინტერესო გამომივა. ველი თქვენ რჩევებს, რომელსაც გავითვალისწინებ.


Saturday, March 23, 2019

მესამე დღე

დღეს ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე მუშაობა. გავეცანით არსებულ რესურსებს და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე გავკეთეთ სახალისო აქტივობა, რაც დამეხმარა შესწავლილი მასალის გაგება - გააზრებაში.
ვიმუშავე ჩემი პროექტის: "ქართული მარტო ენაა?!" მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე

ზოგადი კითხვა:    რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ?
თემატური კითხვები:

  •  რა არის კომუნიკაციისთვის მთავარი იარაღი?
  • მსოფლიოში რამდენი დამწერლობა არსებობს?
  • რა ღირებულებები გააჩნია ქართულ ენას?
შინაარსობრივი კითხვები:  

  • რატომ ვსწავლობთ ქართულ ენას?
  • რატომ და როდის აღინიშნება ქართული ენის დღე?
  • რა ეტაპები გაიარა ქართული ენის დამწერლობამ?
  • სად და როგორ არის დაცული ხელნაწერები?
  • რა შთაბეჭდილებას ტოვებ ჩვენში ხელნაწერი ტექსტი?
  • როგორ დავიცავთ ქართლ ენას?
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ, ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მომცეთ ობიექტური რჩევები და შენიშვნები ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე, რათა ჩემი პროექტი სრულყოფილად წარმოვაჩინო და განვახორციელო.
წინასწარ გიხდით მადლობას.







Sunday, March 17, 2019

მეორე დღე

დღე იყო საინტერესო და პროდუქტიული, გავეცანით 1 მოდულის მეოთხე აქტივობას სადაც გავეცანი საინფორმაციო ბუკლეტის შაბლონებსა და ნიმუშებს. საინტერესო  იყო ჩვენი პროექტისთვის შაბლონის შერჩევა და შექმნის პროცესი. მადლობა ტრენერ აქტიური და ნაყოფიერი დღისთვის.

Saturday, March 16, 2019

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლებისთვის საჭირო ლიტერატურას, რესურსებს და პროექტების ნიმუშებს, რომელიც დამეხმარება სწორად შევარჩიო საპროექტო თემა და სამიზნე ჯგუფი. პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეევბს 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ტრენინგის მსვლელობისას შევქმენი ბლოგი და საქაღალდე სადაც ყველა საჭირო მასალა შევინახე. საერთო ჯამში ტრენინგი იყო დატვირთული ახალი და საინტერესო ინფორმაციებით, განვიმტკივეთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები. დღე დაიწყო და დამთავრდა პოზიტიურად.💓