ინტელის ძირითადი კურსი ნაყოფიერი და საინტერესო იყო. შევქმენი სასწავლო პროექტის გეგმა და რომელსაც ჩემ სკოლაში განვახორციელებ. გავეცანი შეფასების მეთოდებს, ინსტრუმენტებს და რესურსებს. შევქმენი ჩემი პროექტისთვის საჭირო შეფასების რუბლიკები, ელექტრონული გაზეთი, საინფორმაციო ბუკლეტი, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. ინტელის ტრენინგის ყოველი დღე დატვირთული საინტერესო აქტივობებით. კოლეგებიც უშურველად მიზიარებდნენ ცოდნას, მაძლევდნენ რჩევებს პროექტის საინტერესოდ დასაგეგმად. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ლიას ასეთი საინტერესო ტრენინგებისთვის. ვიმედოვნებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში აქტიურად გამოვიყენებ.
Sunday, April 14, 2019
Saturday, April 13, 2019
Tuesday, April 9, 2019
მეერვე დღე
დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავეცანით მეერვე მოდულს- ფასილიტაციას. ვიმუშავეთ ფასილიტაციისთვის საჭირო მასალებზე, რომელსაც ჩემ პროექტის წარმართვისთვის გამოვიყენებ.
Sunday, April 7, 2019
მეშვიდე დღე
დღევანდელი დღერც როგორც წინა სატრენინგო დღეები იყო საინტერესო და ნაყოფიერი. გავეცანით მეექვსე მოდულს, განვიხილეთ დიფერენციაციული სწავლება, აღქმის სამი სტილი და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი. შესწავლილი და განხილული მასალის გათვალისწინებით შევქმენით სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დავალებები.
Sunday, March 31, 2019
მეექვსე დღე
დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. შევქმენი ჩემი პროექტისთვის შეფასების რუბლიკა, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ. გავეცანი რამოდენიმე კოლეგის მიერ შექმნილ შეფასების რუბლიკას რომელიც ძალიან კარგად იყო შესრულებული, საჭიროების შემთხვევაში მათ ნებართვით გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. ვიმუშავე ელექტრონულ გაზეთზე, რომელიც საინტერესო მაგრამ საკმაოდ შრომატევადი გამოდგა. მაგრამ ვფიქრობ ჩემი პროექტის განხორციელებისას გაზეთზე მუშაობა აუცილებლად დამჭირდება.
Saturday, March 30, 2019
მეხუთე დღე
განვლილი ოთხ სატრენინგო დღის მსგავსად, დღევანდელი დღეც იყო ინფორმაციული სიახლეებით დატვირთული, გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს და საავტორო უფლებების ასოციაციის ვებგვერდს. გვავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებებზე, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობასზე. შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, რაც საინტერესოდ გამოგვივიდა.
Monday, March 25, 2019
მეოთხე დღე
გავიარეთ მეორე მოდული და ვისწავლე ჩემი პროექტისთვის შეფასების გეგმის გაკეთება.
ახლა უკვე ვიცი ჩემი პროექტის მსვლელობისას რა მეთოდსა და ინსტრუმენტს გამოვიყენებ:
პროექტის დასაწყისში: გონებრივ იერიში. თვალსაცინოდ დაწერილი საკითხი დაფაზე.
პროექტის მსვლელობისას: ჯგუფებზე დაკვირვებას, არაფორმალური დაკვირვება და ჩანიშვნა, ვიდეო და ფოტო ჟურნალები. ჩეკლისტი, ჩანიშვნები, ფოტოების თანმიმდევრობა და საკითხის ხაზგასმა.
პროექტის დასრუების შემდეგ: პრეზენტაცია. პრეზენტაციის შეფასების ფორმა.
ვიმუშავე ჩემი პროექტის პრეზენტაციაზეც, რომელსაც დასრულებითანავე ავტვირთავ ჩემ ბლოგზე.
ეს დღეც საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ისე კარგად და თანმიმდევრულად მიხსნიდა ტრენერი ყოველ დეტალს რომ უკვე მჯერა ტრენინგს წარმატებით დავასრულებ. პროექტიც საინტერესო გამომივა. ველი თქვენ რჩევებს, რომელსაც გავითვალისწინებ.
Saturday, March 23, 2019
მესამე დღე
დღეს ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე მუშაობა. გავეცანით არსებულ რესურსებს და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე გავკეთეთ სახალისო აქტივობა, რაც დამეხმარა შესწავლილი მასალის გაგება - გააზრებაში.
ვიმუშავე ჩემი პროექტის: "ქართული მარტო ენაა?!" მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე
ზოგადი კითხვა: რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ?
ზოგადი კითხვა: რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ?
თემატური კითხვები:
- რა არის კომუნიკაციისთვის მთავარი იარაღი?
- მსოფლიოში რამდენი დამწერლობა არსებობს?
- რა ღირებულებები გააჩნია ქართულ ენას?
შინაარსობრივი კითხვები:
- რატომ ვსწავლობთ ქართულ ენას?
- რატომ და როდის აღინიშნება ქართული ენის დღე?
- რა ეტაპები გაიარა ქართული ენის დამწერლობამ?
- სად და როგორ არის დაცული ხელნაწერები?
- რა შთაბეჭდილებას ტოვებ ჩვენში ხელნაწერი ტექსტი?
- როგორ დავიცავთ ქართლ ენას?
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ, ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მომცეთ ობიექტური რჩევები და შენიშვნები ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე, რათა ჩემი პროექტი სრულყოფილად წარმოვაჩინო და განვახორციელო.
წინასწარ გიხდით მადლობას.
Sunday, March 17, 2019
მეორე დღე
დღე იყო საინტერესო და პროდუქტიული, გავეცანით 1 მოდულის მეოთხე აქტივობას სადაც გავეცანი საინფორმაციო ბუკლეტის შაბლონებსა და ნიმუშებს. საინტერესო იყო ჩვენი პროექტისთვის შაბლონის შერჩევა და შექმნის პროცესი. მადლობა ტრენერ აქტიური და ნაყოფიერი დღისთვის.
Saturday, March 16, 2019
პირველი დღე
გავეცანი პროექტებით სწავლებისთვის საჭირო ლიტერატურას, რესურსებს და პროექტების ნიმუშებს, რომელიც დამეხმარება სწორად შევარჩიო საპროექტო თემა და სამიზნე ჯგუფი. პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეევბს 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ტრენინგის მსვლელობისას შევქმენი ბლოგი და საქაღალდე სადაც ყველა საჭირო მასალა შევინახე. საერთო ჯამში ტრენინგი იყო დატვირთული ახალი და საინტერესო ინფორმაციებით, განვიმტკივეთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები. დღე დაიწყო და დამთავრდა პოზიტიურად.💓
Subscribe to:
Posts (Atom)