ინტელის ძირითადი კურსი ნაყოფიერი და საინტერესო იყო. შევქმენი სასწავლო პროექტის გეგმა და რომელსაც ჩემ სკოლაში განვახორციელებ. გავეცანი შეფასების მეთოდებს, ინსტრუმენტებს და რესურსებს. შევქმენი ჩემი პროექტისთვის საჭირო შეფასების რუბლიკები, ელექტრონული გაზეთი, საინფორმაციო ბუკლეტი, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. ინტელის ტრენინგის ყოველი დღე დატვირთული საინტერესო აქტივობებით. კოლეგებიც უშურველად მიზიარებდნენ ცოდნას, მაძლევდნენ რჩევებს პროექტის საინტერესოდ დასაგეგმად. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ლიას ასეთი საინტერესო ტრენინგებისთვის. ვიმედოვნებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში აქტიურად გამოვიყენებ.
Sunday, April 14, 2019
Saturday, April 13, 2019
Tuesday, April 9, 2019
მეერვე დღე
დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავეცანით მეერვე მოდულს- ფასილიტაციას. ვიმუშავეთ ფასილიტაციისთვის საჭირო მასალებზე, რომელსაც ჩემ პროექტის წარმართვისთვის გამოვიყენებ.
Sunday, April 7, 2019
მეშვიდე დღე
დღევანდელი დღერც როგორც წინა სატრენინგო დღეები იყო საინტერესო და ნაყოფიერი. გავეცანით მეექვსე მოდულს, განვიხილეთ დიფერენციაციული სწავლება, აღქმის სამი სტილი და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი. შესწავლილი და განხილული მასალის გათვალისწინებით შევქმენით სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დავალებები.
Subscribe to:
Posts (Atom)