Sunday, April 14, 2019

ინტელის ძირითადი კურსის რეფლექსია

ინტელის ძირითადი კურსი ნაყოფიერი და საინტერესო იყო. შევქმენი სასწავლო პროექტის გეგმა და რომელსაც ჩემ სკოლაში განვახორციელებ. გავეცანი შეფასების მეთოდებს, ინსტრუმენტებს და რესურსებს. შევქმენი ჩემი პროექტისთვის საჭირო შეფასების რუბლიკები, ელექტრონული გაზეთი, საინფორმაციო ბუკლეტი, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. ინტელის ტრენინგის ყოველი დღე დატვირთული საინტერესო აქტივობებით. კოლეგებიც უშურველად მიზიარებდნენ ცოდნას, მაძლევდნენ რჩევებს პროექტის საინტერესოდ დასაგეგმად. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ლიას ასეთი საინტერესო ტრენინგებისთვის. ვიმედოვნებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში აქტიურად გამოვიყენებ. 

Tuesday, April 9, 2019

მეერვე დღე

დღევანდელმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავეცანით მეერვე მოდულს- ფასილიტაციას. ვიმუშავეთ ფასილიტაციისთვის საჭირო მასალებზე, რომელსაც ჩემ პროექტის წარმართვისთვის გამოვიყენებ.

Sunday, April 7, 2019

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღერც როგორც წინა სატრენინგო დღეები იყო საინტერესო და ნაყოფიერი. გავეცანით მეექვსე მოდულს, განვიხილეთ დიფერენციაციული სწავლება, აღქმის სამი სტილი და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი. შესწავლილი და განხილული მასალის გათვალისწინებით შევქმენით სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დავალებები. 

Sunday, March 31, 2019

მეექვსე დღე

დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. შევქმენი ჩემი პროექტისთვის შეფასების რუბლიკა, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ. გავეცანი რამოდენიმე კოლეგის მიერ შექმნილ შეფასების რუბლიკას რომელიც ძალიან კარგად იყო შესრულებული, საჭიროების შემთხვევაში მათ ნებართვით გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. ვიმუშავე ელექტრონულ გაზეთზე, რომელიც საინტერესო მაგრამ საკმაოდ შრომატევადი გამოდგა. მაგრამ ვფიქრობ ჩემი პროექტის განხორციელებისას გაზეთზე მუშაობა აუცილებლად დამჭირდება. 

Saturday, March 30, 2019

მეხუთე დღე

განვლილი ოთხ სატრენინგო დღის მსგავსად, დღევანდელი დღეც იყო ინფორმაციული სიახლეებით დატვირთული, გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს და საავტორო უფლებების ასოციაციის ვებგვერდს. გვავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებებზე, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობასზე. შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, რაც საინტერესოდ გამოგვივიდა. 













Monday, March 25, 2019

მეოთხე დღე

გავიარეთ მეორე მოდული და ვისწავლე ჩემი პროექტისთვის შეფასების გეგმის  გაკეთება.
ახლა უკვე ვიცი ჩემი პროექტის მსვლელობისას რა მეთოდსა და ინსტრუმენტს გამოვიყენებ:
პროექტის დასაწყისში: გონებრივ იერიში. თვალსაცინოდ დაწერილი საკითხი დაფაზე.
პროექტის მსვლელობისას: ჯგუფებზე დაკვირვებას, არაფორმალური დაკვირვება და ჩანიშვნა, ვიდეო და ფოტო ჟურნალები. ჩეკლისტი, ჩანიშვნები, ფოტოების თანმიმდევრობა და საკითხის ხაზგასმა.
პროექტის დასრუების შემდეგ: პრეზენტაცია. პრეზენტაციის შეფასების ფორმა.
ვიმუშავე ჩემი პროექტის პრეზენტაციაზეც, რომელსაც დასრულებითანავე ავტვირთავ ჩემ ბლოგზე.
ეს დღეც საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო.   ისე კარგად და თანმიმდევრულად მიხსნიდა ტრენერი ყოველ დეტალს რომ უკვე მჯერა ტრენინგს წარმატებით დავასრულებ. პროექტიც საინტერესო გამომივა. ველი თქვენ რჩევებს, რომელსაც გავითვალისწინებ.